მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცსტუმარი · ჯგუფი "Гости"მოგესალმები, სტუმარი · RSS

ძებნა

ჩვენი საიტი

სარეკლამო ადგილი
კატეგორიები
სარეკლამო ადგილი
Tv არხები
online antivirus
...


კონტაქტი ადმინთან Add me to Skype

თქვენი იპი
18.116.90.141

თქვენი ბრაუზერი

Counter
მთვლელი



 სიახლეები
მთავარი » სტატიები » დღის სიახლე

SHERSHE LA FEMME - ეძიეთ ქალი !
...ადამიანი ყოველთვის ადამიანია და ძველი წელთაღრიცხვის საბერძნეთში მცხოვრები კაციც ბევრ რამეში ისეთი კაცი იყო,როგორებიც ჩვენი ნაცნობი მამაკაცები არიან.ისინი გვიან ქორწინდებოდნენ.კარგი წარმოშობის ბერძენ ქალს კი ქორწინებამდელი კავშირი სასტიკად ეკრძალებოდა.ქალწულად უნდა დარჩენილიყო.ბერძნებს ისღა დარჩენოდათ, თავიანთი მოთხოვნილებები მეძავეებთან,ჰეტერებთან ან ყმაწვილებთან დაეკმაყოფილებინათ.ასე რომ,თუმცა პროსტიტუციის არსებობა სოციალურად იყო განპირობებული,მეძავთა უფლებებს სამართლებრივად არავინ იცავდა.ეს კი არა,ათენა პანდემოსის ტაძრის გარდა სხვა სიწმინდეებში ლოცვასა და მსხვერპლშეწირვასაც უკრძალავდნენ.
"რომც გითხრა,ადამიანები ბევრ შვილს სექსის სიყვარულით აჩენენ,ცხადია,არ დამიჯერებ.ქუჩები და საროსკიპოები ხომ არაერთ საშუალებას გთავაზობს,რომ ეს ვნება დაიცხრო!" - არიგებდა სოკრატე თავის ვაჟს.
მეძავეები,როგორც დღეს,მაშინაც კატეგორიებად იყოფოდნენ: დაბალანაზღაურებადი, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონენი.
უბრალო ქუჩის მეძავს,რომელიც ორიოდე ობოლის გამო ირჯებოდა და პირველივე გამვლელს ეძლეოდა,"პორნე"-ს უწოდებდნენ,რაც ჩვენებურ "ბოზს" ან "ქუჩის ქალს" შეესიტყვება.ამგვარ ლამაზმანთან მხოლოდ ღატაკი და უპოვარი თუ დაწვებოდა.
უფრო პრესტიჟულად ბორდელში სამსახური ითვლებოდა.
როცა კლიენტი "საქონელს" კარგად შეათვალიერებდა და თავისი გემოვნების მიხედვით შეარჩევდა,ორივენი იქვე,შენობის სიღმეებში უჩინარდებოდნენ."ამაოების სახლის" კედლები სექსუალური სცენების ამსახველი ნაირნაირი გამოსახილებებით იყო დამშვენებული,ნიშებსა და მოცუცქნულ ოთახებში კი საწოლები იდგა,ჭრელ-ჭრელი გადასაფარებლებით.ასეთი ოთახის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი ჭრაქიც იყო.
ძველი ბერძნები ცოტას თუ მოგვითხრობენ ამგვარი დაწესებულებების მოწყობის შესახებ,მაგრამ ერთი რამ ცნობილია - ბერძნული საროსკიპოები თითქმის არ განსხვავდებოდა რომაულისგან.თუკი მოხვდებით პომპეიში,4-ე რაიონის 12-ე კვარტალში Vicolo del Balcone Pensile-ს კუთხეში,აუცილებლად მოძებნეთ ნომერი 18,სადაც დღესაც მდებარეობს il lupinare და მიხვდებით,როგორი გარემო სჭირდებოდათ ძველებს,რომ თამამად გამოეთავისუფლებინათ მოზღვავებული ენერგია.
ბერძენ მეძავთა რეპერტუარი შესასურისად მრავალფეროვანი იყო - ვაგინალური და ანალური სექსი ფელაციოსა და მანუალურ პრაქტიკასაც გულისხმობდა.არც ჰიგიენა ავიწყდებოდათ ლამაზმანებს.აქტის შემდეგ ქალი და კაცი ხშირად ერთადაც ბანაობდნენ. თუმცა ცნობები ბორდელების სანიტარული მდგომარეობის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოა.ჰორაციუსი მათ აქოთებულს უწოდებს,სენეკა კი წერს,სტუმარს სიბინძურე და ყროლი მიჰქონდათ თან.
პერიკლესდროინდელ ათენში გოგონათა ფასი ორი ობოლიდან ათ დრახმამდე მერყეობდა,იმისდა მიხედვით,რამდენად მაღალი კლასის მეძავთან მოინდომებდნენ საქმის დაჭერას.ერთი დრახმა ექვს ობოლს უდრიდა.ასეთი იყო,მაგალითად,ათენელი ხელოსნის დრიური ჯამაგირი.
მეძავის მინიმალური ტაქსა ხშირად კარებზევე იყო მითითებული.ოთახის კარს დაფა ამშვენებდა,გოგონას სახელისა და აუცილებელი საზღაურის მინიშნებით.ცხადია, გასამრჯელო სხვადასხვა იყო,დროისა და ადგილის მიხედვით.და ამასთანავე,მეძავები, როგორც წესი,საჩუქარსაც იღებდნენ.საჩუქრის ღირებულება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რას მოითხოვდნენ ქალისგან და როგორ ასრულებდა იგი დაკისრებულ მოვალეობას. თუკი მეძავს კლიენტი უკვე დაბევებული ჰყავდა,კარებს წარწერა უკეთდებოდა - "occupata" (დაკავებულია).
როგორც იუვენალისისგან ვიგებთ,ფულს მეძავები,ჩვეულებრივ,წინდაწინ იღებდნენ და შემდეგ სუტენიორებს და "სახლის" მფლობელებს აბარებდნენ,რომლებიც კანონვალდებულნი იყვნენ სახელმწიფოსათვის ე.წ.ყოველწლიური "საპროსტიტუციო გადასახადი" ჩაეთვალათ.
გარკვეულ საათზე,სავარაუდოდ გარიჟრაჟისთვის,"ამაოების სახლი" მეორე დღის ოთხ საათამდე იკეტებოდა,რათა პატიოსანი მოსახლეობა საქმეს არ მოცდენოდა.მათ კი,ვისაც ფინანსები ხელს უწყობდა,შეეძლო გოგონა დიდი ხნითაც ექირავა - ერთი კვირით,ან სულაც რამდენიმე თვით.ზოგჯერ ერთ ქალს რამდენიმე მამაკაცი იყოფდა.ასეთებიც ხდებოდა საბერძნეთში!
კაცების გამოსაჭერად,როგორც ჩანს,ბერძენ და რომაელ ლამაზმანებს, თანამედროვეთაგან განსხვავებით,ბევრად პიკანტური ეშმაკობანი ჰქონდათ. ჩვენამდე,შემთხვევით,ერთი მეძავის ფეხსაცმელს მოუღწევია.ლანჩზე ამოტვიფრულია: "მომსდიე მე!".ქალი სილიან ქუჩას მიუყვებოდა და უკან ჰაეროვან ნაკვალევს ტოვებდა ამ წარწერით.ასკლეპიადესის სატრფოს - ჰერმიონას კი ქამარი ჰქონდა,ზედ ამოქარგული წარწერით:"გიყვარდე მუდამ,მაგრამ ნუ იეჭვიანებ,თუკი სხვებთანაც დავიჭერ საქმეს!".
ცხადია,ამგვარი გონებამახვილობითა და ნატიფი გემოვნებით ჩვეულებრივი ქუჩის ქალები ვერ დაიკვეხნიდნენ.ეს ჰეტერები იყვნენ.
ჰეტერობის ინსტიტუტი რომ რაღაც განსაკუთრებულს უნდა გულისხმობდეს,ამას თუნდაც სიტყვის ძირეული მნიშვნელობა გიკარნახებთ.
"ჰეტაირა"ბერძნული სიტყვაა და მეგზურს,ცხოვრების თანამგზავრს ნიშნავს,მაშინ როცა "prostituta" ლათინურად სამარცხვინოსა და თავისმომჭრელს ეწოდება.
თუკი მეძავთაგან რომელიმეს გაუმართლებდა,თავისი ტალანტით განსაკუთრებულ სახელს მოიხვეჭდა და გარკვეული თანხის მოგროვებესაც თავსმოაბამდა,შეეძლო თავი გამოეხსნა სუტენიორისა თუ "სახლის" მფლობელისგან.თუმცა,ეს ძველ დროშიც ისევე ჭირდა,როგორც დღეს.
ასეთი გათავისუფლებული ქალები ძვირადღირებულ მეძავთა კლასს წარმოადგენენ. ისინი საკუთარ სახლს ყიდულობენძვირფასი ლარნაკებითა და სასმისებით მორთულ-მოკაზმული,ფუფუნებითა და გემოვნებით მდიდრულად მოწყობილი ნათელი ოთახებისთვის,სადაც მონები თავს გევლებიან,გაცილებით მეტს იხდიდნენ.ის,რაც კარგია, ყოველთვის ძვირია!ეს ძველმა ბერძნებმაც კარგად იცოდნენ და ამგვარი ჰეტერების ალერსში 100-დან 1000 დრახმამდე ტოვებდნენ.
ბერძნებს ყოველთვის ნატიფი გემოვნება ჰქონდათ და მდაბიო გასართობს ნაკლებად ელტვოდნენ.გაცილებით მეტად ფასობდა,თუკი ჰეტერა ახერხებდა,თავის სავანეში ოჯახური ატმოსფერო შეექმნა,თავადაც კეთილშობილ მატრონას დამსგავსებოდა და მამაკაცისთვის შიშველი სექსი კი არა,მსუბუქი,დახვეწილი ეროტიკა შეეთავაზებინა.
ამგვარ ქალებს,როგორც ყოველთვის,სულიერად დახვეწილი და რაფინირებული კაცები ესწრაფვოდნენ.ამ წრის ბერძენი მამაკაცების თავყრილობა უაღესად საინტერესო და მრავალფეროვანი თავშესაქცევი იყო.ისინი ხშირად მართავდნენ სიმპოსიონებს,ანუ ჩვენებურ ნადიმებს.ღვინოს შეექცეოდნენ და დაუძაბავ ატმოსფეროში მუსიკით, ლიტერატურითა და სხვა ხელოვნების სახეობებით იქცევდნენ თავს.ამგვარ თავყრილობაზე მამაკაცები მხოლოდ ჰეტერების თანხლებით ცხადდებოდნენ.კეთილშობილი,მეოჯახე ქალისთვის მსგავს წვეულებაზე დასწრება აკრძალული იყო და ყოვლად დაუშვებელიც სწორედ ჰეტერები ზრუნავდნენ იმაზე,თუ როგორ ექციათ ნადიმი საამო და საინტერესო დროსტარებად - უკრავდნენ ფლეიტაზე,ლირაზე და კითარაზე,ნახევრად შიშვლები,ან სულაც დედიშობილა,ცეკვავდნენ აღმგზნებ ცეკვებს...
სტუმრები,თანმხლებ ქალებთან ერთად დივანზე თავსდებოდნენ.წინ ტაბლას იდგამდნენ,ნუგბარითა და სასმელით სავსეს.წყვილთა სასიყვარულო თამაშს დროდადრო ნადიმი ენაცვლებოდა საინტერესო საუბრებით.ეს უკანასკნელი,ცხადია,ვის როგორ გამოსდიოდა!მამაკაცები ერთმანეთს სმაშიც ეჯიბრებოდნენ,რათა ჯილდოდ რამე ეროტიკული წახალისება,ან სულაც გამოცდილი ჰეტერა მიეღოთ.განსაკუთრებით უსირცხვილოდ კომოსის დროს ნადიმის ბოლო ეტაპზე იქცეოდნენ,როცა საკმარისად შეზარხოშებულნი და გახელებულნი აღვირახსნილ ღრეობაზე გადადიოდნენ.აქ უკვე ცხადი იყო,რომ ბერძენისთვის ქალის მთავარ ღირსებას მხოლოდ მჭევრმეტყველება არ წარმოადგენდა,არც მოსწრებული სიტყვა-პასუხი და არც ხელოვნებაში განსწავლულობა,არამედ მისი სექსუალობა.
"ყველგან დაჰყავდა,სადაც კი ნადიმობდნენ და მასთან ერთად განზე ლაღობდა,-უჩიოდა დემოსთენე ფრინიონს ჰეტერა ნეაირას გამო თავის ერთ-ერთ საბრალდებო სიტყვაში,-ყველას თვალწინ ეძინა მასთან ერთად,როცა და სადაც მოესურვილებოდა.თავისი ღირსებები სხვა ჰეტერათა სამსჯავროზეც უსირცხვილოდ გამოჰქონდა."ერთ-ერთ სიმპოსიონზე ჩასძინებია და შემთვრალ ნეაირასთან სხვებსაც,მათ შორის,მსახურებსაც,კარგად ულაღობიათ.
ამგვარი ორგიების ამსახველი სცენები არაერთ ბერძნულ ლარნაკს ამშვენებს.ამ არქეოლოგიური მონაპოვარის მოსანახულებლად არცთუ მცირე ფული უნდა გედოს ჯიბეში და მსოფლიოს მრავალი მუზეუმი უნდა მოიარო.ცხადია,ევროპული კულტურის მონაპოვარი არა მხოლოდ ის თიხის ჭურჭელია,რომელსაც ამგვარი საკაზმი ამკობს,არამდე ისიც,რაც მასზეა ასახული - ბერძენი მამაკაცები ჰეტერებისა და ყმმაწვილების გარემოცვაში, პედარასტები და ყველა შესაძლო სექსუალური პოზა,ჯგუფური სექსიდან სადომაზოხისტურ სცენებამდე.
თუმცა,დროთა ვითარებაში სიმპოსიონთა ხელოვნება დაიხვეწა და აშკარა პორნოგრაფია ნელ-ნელა ფაქიზმა ეროტიკამ შეცვალა.დამსწრე საზოგადოების სექსუალურმა აქტივობამ კი თანდათან მათ პირად სფეროში გადაინაცვლა.
სინამდვილეში ჰეტერათაგან ცოტამ თუ მოიხვეჭა სახელი,მოიპოვა თავისუფლება და სოციალური აღიარება.ყოველი შემთხვევისთვის,მხოლოდ მცირედის სახელი შემორჩა ისტორიას.ასეთი გადმოცემაც არის:პრაქსიტელეს უმშვენიერეს სატრფოს ალექსანდრე მაკედონელის მიერ გაცამტვერებული თებეს აღშენება მოუსურვებია,ოღონდ,ერთი პირობით,თუკი წააწერდნენ:"ალექსანდრემ დაანგრია,ჰეტერა ფრინემ კი - აღადგინა!" პრაქსიტელემ ფრინეს ორი ქანდაკება შექმნა,რომელთაგანაც ერთ-ერთი დელფოში აღმართეს.ახლა ცნობილი ლამაზმანი ფილიპე მაკედონელსა და სპარტის მეფეს უმშვენებდა მხარს,-"ძეგლი ბერძნულ ზღვარგასულობას",როგორც ფილოსოფოსი კრატესი იტყოდა.



ყველა დროის სახელგანთქმული ლამაზმანები
ასპასია წარმოშობით მილეტელი იყო და ძვ.წ.აღ-ის 450 წელს უნდა დაბადებულიყო. მასთან სახლში მხოლოდ ყველაზე წარჩინებული მამაკაცები იყრიდნენ თავს.პერიკლემ - სახელგანთქმულმა ათენელმა სახელმწიფო მოღვაწემ და სტრატეგმა,კანონიერი ცოლიც კი მიატოვა,რათა ასპასიაზე ექორწინა.მადლიერმა ასპასიამ პერიკლეს ვაჟი უშვა - პერიკლე უმცროსი.თუმცა,ბედის ირონიით,მამის მიერვე დამკვიდრებული წესის თანახმად, ჰეტერასაგან შობილი,იგი კანონიერ მემკვიდრედ ვერ ჩაითვლებოდა.პერიკლეს პოლიტიკურმა მოწინაღმდეგეებმა ასპასიას სასამართლოს წინაშეც უჩივლეს უღმერთობისა და აღვირახსნილობის გამო.თუმცა,იძულებულნი იყვნენ გაემართლებინათ.პერიკლეს სიკვდილის შემდეგ ასპასია კვლავ წარმატებით გათხოვდა მდიდარ ბერძენზე.მის პარტნიორად ითვლებოდა თვით სოკრატე.ამ ძვირადღირებული მეძავის გამონათქვამებს კი,როგორ მარგალიტებს,აგროვებდნენ პლატონი და არისოფანე.


ასპასია უმცროსის ნამდვილი სახელი მილტო იყო.თუმცა მისმა სატრფომ - კიროს უმცროსმა,მილტოს ღირსებებისა და ცინცხალი გონების გამო სახელოვანი წინამორბედის სახელი შეარქვა.კიროსი,ლიდიის,ფრიგიისა და კაპადოკიის სახელოვანი სატრაპი 401 წელს ბრძოლაში დაეცა.ამის შემდეგ მილტო მეფე ატაქსერქსე 2-ეს ერგო ნადავლად. არტაქსერქსე უმალ მოუხიბლავს მის მშვენებას და ქალი უგონოდ შეყვარებია - ისე,რომ მილტოს გამო სპარსთა სახელოვანი მეფე და მისი ვაჟი დარიოსი ერთმანეთსაც კი წაჩხუბებიან.მილტოს სიყვარულს ხომ დარიოსიც ესწრაფვოდა.მამა დათანხმდა,ქალს შეელეოდა,ოღონდ ერთი პირობით - ის ანაიტის ტაძრის ქურუმი უნდა გამხდარიყო. აღშფოთებული ვაჟი მამას აუმხედრდა და ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.


ლაის უფროსი,კორინთელი ჰეტერა,მსოფლიოს ულამაზეს ქალად ითვლებოდა,თუმცა სახელი სიხარბითა და მომხვეჭელობითაც არანაკლებ გაითქვა.ლაისის თაყვანისმცემლებს შორის ყველაზე სახელოვანი,ალბათ,დიოგენე ლაერტელი იყო.ამბობენ,ლაისი მისგან გასამრჯელოს იღებდა.სამაგიეროდ სხვა არანაკლებ სახელმოხვეჭილი სატრფოებისგან მდიდრული საჩუქრები უხვად მოსდიოდა.ლაისი არ გათხოვდა და ასაკში შესული ლოთობას გადაჰყვა.


ლაის უმცროსი,წარმოშობით სიცილიელი ჰეტერა,ალკიბიადეს მეგობარი და პარტნიორი იყო.მისი საყვარლები იყვნენ მეტად სახელგანთქმული მხატვარი,სახელად აპელესი და ასევე ცნობილი ორატორი ჰიპერიდესი - დემოსთენეს მასწავლებელი და კონკურენტი. ერთხელაც ლაისი თავის ახალ საყვარელს,ვინმე ჰიპოსტრატოსს,თესალიაში გაჰყოლია აფროდიტეს ტაძრის მოსალოცად და აქ მშვენიერი ჰეტერა თავის სილამაზეს დაუღუპავს - სხვა ქალებს შურის გამო მოუკლავთ.


ლამიას სახელით ცნობილი რამდენიმე ჰეტერას სახე შემორჩა ისტორიას.მათგან პირველი სახელოვანი მეომრის - თემისტოკლეს სატრფო იყო.ძვ.წ.აღ-ის 480 წელს სალამისის სახელგანთქმულ ბრძოლაში გამარჯვებულმა გმირმა საზეიმო მსვლელობისას მეგობარი ქალიც იახლა.მათ ათენის ერთ-ერთ მთავარ მოედანს დაარტყეს წრე,რაც ათენელი ჰეტერასთვის ენითუთქმელი პატივი იყო.
მეორე ლამიას,რომელიც თითქმის ერთი საუკუნით გვიან დაიბადა,ყველაზე მეტად ფლეიტაზე დაკვრის ხელოვნებით ჰქონდა სახელი მოხვეჭილი.ძვ.წ.აღ-ის 306 წლიდან მოყოლებული,იგი დიაოხოს დემეტრიოსის მეგობარი იყო,მის სარეცელს იზიარებდა და ასულიც კი უშვა მხედარმთავარს.ლამიას ვაგინა 200 ტალანტად ფასობდა,რაც იმ დროს საბერძნეთში უსაზღვროდ დიდი ფული იყო.ათენელები გულმოდგინედ აგროვებდნენ ანამოსწრებული ჰეტერას ოხუნჯობებს.ლამიას სახელზე აფროდიტეს ტაძარიც კი აუგიათ.
ლეაინას გულსაკლავი ისტორია კარგად იყო ცნობილი საბერძნეთში.მას ძვ.წ.აღ-ის 514 წელს ათნელი ტირანიის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწლეობა დასდეს ბრალად.სინამდვილეში ამ ჯანყში მისი სატრფოები მონაწილეობდნენ.სასტიკად აწამეს ლამაზი ჰეტერა.ლეაინას შეეშინდა,რომ წამებას ვერ გაუძლებდა და უნებურად რომელიმე სატრფოს გასცემდა.სასორწარკვეთილმა,თვითონვე მოიკვნიტა ენა და იქვე დალია სული. მოგვიანებით,ამ გმირობით შეძრულმა ათენელებმა ძეგლიც კი დაუდგეს ქალს - ენაამოგლეჯილი ლომი.ლაინა ხომ ლომს ნიშნავს ბერძნულად.



ფრინე,წარმოშობით ბეოტიელი,იმდენად წარმოსადეგი და თვალისმომჭრელი იყო,რომ პრაქსიტელესთვის,ლეგენდარული ბერძენი მოქანდაკისთვის და აპელესისთვის,არანაკლებ ცნობილი მხატვრისთვის,პოზირებდა.პრაქსიტელეს სწორედ თავისი სატრფოს მიხედვით შეუქმნია აფროდიტეს ბრწყინვალე ქანდაკება.აპელესის მიერ დახარული აფროდიტეს პროტოტიპიც ფრინეაო,ამბობდნენ ძველები.
"ფრინე" ბერძნულად ბაყაყს ნიშნავს და ,როგორც ჩანს,ასულს თავისი სიფერმკრთალის გამო შეერქვა სახელი.ფრინეს შესახებ არა ერთი გადმოცემა შემოგვრჩა.ერთხელ მას საკუთარმა საყვარელმა სასამართლოში უჩივლა.გახელებულმა კაცმა ტანისამოსი შემოახია ჰეტერას გაშიშვლებული ქალის მშვენებამ მოსამართლეებს თურმე მეტყველების უნარი კარგა ხნით დააკარგვინა.მიუხედავად ამისა,ფრინემ მაინც წააგო სანაძლეო,როცა დაიქადნა,რომ ცნობილ ფილოსოფოსს - ქსენოკრატეს მოხიბლავდა.ჰეტერა ფრინე თავისი ენამახვილობით არანაკლებ იყო განთქმული.


თაის ათენელი,ალექსანდრე მაკედონელის სატრფო,ერთ-ერთი ყველაზე თამამი ჰეტერა იყო.თაისი მოგვიანებით პტოლემაიოსის 1-ის სარეცელსაც იზიარებდა და მისთვის,არაერთი შვილიც უშვია.ჭკუით გატენილ ქალს დიდი გავლენა ჰქონდა თავის საყვარლებზე.სხვადასხვა ცნობის მიხედვით,სწორედ თაისს წაუქეზებია ალექსანდრე დიდი,სპარსთა რეზიდენცია - პერსეპოლისი გადაეწვა.


თეოდორა (ახ.წ.აღ.-ის 527 - 565 წწ.),ბიზანტიის კეისრის იუსტინიანე 1-ის მეუღლე და ბიზანტიის სრულუფლებიანი იმპერატორი ქალი,მანამდე სახელმოხვეჭილი ჰეტერა იყო. მას შემდეგ,რაც იუსტინიანეს ცოლი შეიქმნა,თეოდორამ ბიზანტიაში პროსტიტუცუას სასტიკი ომი გამოუცხადა და თავის უწინდელ კოლეგებს მოსანიებლად მონასტერში უკრა თავი.


დატოვეთ კომენთტარი


 
კატეგორია: დღის სიახლე | დაამატა: admin (22/05/2009)
ნანახია: 1335 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 2
2 admin  
0
: )

1 nankaa  
0
sainteresoaaa..... applause

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Designed © 2024 by Naglia
VIP რეკლამა
შესვლის ფორმა
საჭირო პროგრამები


ამინდი
სარეკლამო ადგილი










Mp3 SearCh


გადაწერეyouTubeდან
სიახლეები
სარეკლამო ადგილი
დავეხმაროთ საიტს
დავეხმაროთ საიტს განვითარებაში
We accept eMoney
ჩვენი ანგარიშის ნომერი
360198221
ჩვენი ბანერი




site friends






განათავსე ლინკი

რადიოს მოსასმენად გამოიყენეთ Opera

GelaNYradio

Designed and Programmed by Naglia