მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცსტუმარი · ჯგუფი "Гости"მოგესალმები, სტუმარი · RSS

ძებნა

ჩვენი საიტი

სარეკლამო ადგილი
კატეგორიები
სარეკლამო ადგილი
Tv არხები
online antivirus
...


კონტაქტი ადმინთან Add me to Skype

თქვენი იპი
3.144.230.82

თქვენი ბრაუზერი

Counter
მთვლელი



 სიახლეები
მთავარი » სტატიები » დღის სიახლე

შემოქმედებითი ინტუიცია


1882 წლის 4 მაისს ბრაზილიის საპატრულო გემის "არაგუარი"-ს მეზღვაურებმა წყლის ტემპერატურის შემოწმებისას ზღვაში საცობიანი ბოთლი აღმოაჩინეს.ბოთლში გაყვითლებული,ბიბლიიდან ამოხეული ფურცელი იყო მოთავსებული,რომლის მეორე მხარეს გაკრული ხელით ეწერა:"შხუნაზე "ზღვის გმირი" ბუნტია,კაპიტანი მოკლულია. ერთ-ერთი ოფიცერი გემბანიდან გადააგდეს,მეორე ოფიცერს მაიძულებენ გემი ამაზონის შესართავისკენ ავიღო.გვიშველეთ!"... "არაგუარის" კაპიტანმა "ზღვის გმირის" შესახებ საჭირო ინფორმაცია შეაგროვა.იგი 1866 წელს აგებული,400 ტონიანი ხომალდი აღმოჩნდა. გაიცა ბრძანება საბრძოლო განგაშის შესახებ და ორი საათის შემდეგ შხუნა "ზღვის გმირი" "არაგუარის" ეკიპაჟმა დაიპყრო.მეამბოხეებს ბორკილი დაადეს. "მეორე" ოფიცერი და კიდევ ორი მეზღვაური,რომლებიც ამბოხებაში არ მონაწილეობდნენ,ტყვეობიდან გაათავისეფლეს.გათავისუფლებული ოფიცრის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა მან საცობიანი ბოთლის ამბავი შეიტყო.ოფიცერი ამტკიცებდა,რომ წყალში არავითარი ბოთლი არ გადაუგდია...
რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა,რომ საცობიანი ბოთლი ჯონ პარმინგტონის რომანის "ზღვის გმირის" რეკლამირებას ემსახურებოდა.რომანში მოთხრობილია ამბოხებაზე, რომელიც ამ ხომალდზე მოხდა ამაზონის შესართავთან.რომანის გაყიდვის უზრუნველსაყოფად პარმინგტონმა აღწერილი შემთხვევიდან 16 წლით ადრე სარეკლამო სააგენტოს 5 000 ასეთი ბოთლის ოკეანეში ჩაშვება დაავალა...
როგორია ამ და მსგავსი შემთხვევის თანხვედრის ალბათობა?ალბათ,ათი მილიონიდან ერთი.იგი არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარება და მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით შეიძლება მოხდეს...აღმოჩნდა,რომ ასეთი მოვლენები (მსგავს შემთხვევებს შემოქმედებით ინტუიციას მიაწერენ) არც ისე იშვიათია...


* * *
1838 წელს ედგარ ალან პომ გამოაქვეყნა თავისი მოთხრობა "ამბავი არტურ გორდონ პიმის თავგადასავალზე",რომელიც მოგვითხრობს გემის დაღუპვის შემდეგ გადარჩენილი ოთხი მეზღვაურის ცხოვრებაზე.ისინი მრავალი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ უკიდეგანო წყლის ზედაპირზე,პატარა კანჯოში.წყირვილისა და შიმშილისგან დაუძლურებულები საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან .ბოლოს,სამი მათგანი ყველაზე სუსტს,მეოთხეს კლავს და ჭამს.მისი სახელი რიჩარდ პარკერია...
ამ მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ თითქმის 50 წელი გადის.1884 წელს იძირება ხომალდი "მარნონეტი".ეკიპაჟის ოთხი გადარჩენილი წევრი ერთ პატარა კანჯოში აღმოჩნდება.უკიდეგანო ოკეანეში გატარებული მრავალი უიმედო დღის გასვლის შემდეგ, წყურვილისა და შიმშილისგან დაოსებულები ყველაზე უსუსურს,მეოთხე მეზღვაურს უმოწყალოდ უსწორდებიან და მას ცოცხლად ჭამენ.მსხვერპლის სახელი რიჩარდ პარკერია...
შემოქმედის ინტუიცია ამ შემთხვევაშიც ყველანაირი კანონზომიერების ჩარჩოებს გაცდა და დაახლოებით 50 წლის შემდეგ საოცარი დამთხვევა მოხდა...


* * *
1898 წელს ფანტასტმა მწერალმა მორგან რობერტსონმა თავის მოთხრობაში გიგანტური გემის დაღუპვის ამბავი აღწერა.გამოგონილი ხომალდი (245 მეტრი სიგრძის და 70 000 ტონის) "ჩაუძირავ სასახლეს" ჰგავდა.ხომალდზე მგზავრების რაოდენობა 2000-ს აჭარბებდა.აპრილის ერთ ღამეს,პირველი დიდი რეისის დროს,ხომალდი აისბერგს დაეჯახა და ჩაიძირა.მგზავრების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა გადაურჩა დაღუპვას,რადგან "ჩაუძირავ სასახლეს" საჭირო რაოდენობის კანჯო არ აღმოაჩნდა.ხომალდს "ტიტანიკი" ერქვა...
ამ ნაწარმოების მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა მაშინ გაიზარდა,როდესაც 1912 წელს,აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა სამგზავრო ლაინერი "ტიტანიკი" - უზარმაზარი ხომალდი,რომელსაც "ჩაუძირავად" თვლიდნენ.ისევე,როგორც რობერტსონის მოთხრობაში,"ტიტანიკზეც" არ აღმოჩნდა კანჯოების საკმარისი რაოდენობა...
შემოქმედის ინტუიციამ ამ შემთხვევაშიც არანაკლები დაინტერესება გამოიწვია.


* * *
შვეიცარიაში მოგზაურობისას არტურ კონან დოილი პატარა სასტუმროში 'შვარენბახში" შეყოვნდა.ეს იყო საკმაოდ პირქუში და უცნაური ნაგებობა.არა მარტო სასტუმრო,თვითონ მისი შემომფარგვლელი გარემოც მწერალს საოცრად მოქუფრული და დამძიმებული ეჩვენა,რამაც უბიძგა,სასტუმრო ახალი,კრიმინალურსიუჟეტიანი მოთხრობის ადგილად ექცია.ასეც მოხდა...ახალი მოთხრობის სიუჟეტის მონახაზი გააკეთა.მთავარი გმირი შვეიცარიის მთებში ჩაკარგული სასტუმროს პირქუში მეპატრონეა.მის სამფლობელოში იშვიათად მოდის ხალხი და მეპატრონე თანთათან კოტრდება.უკვდება ცოლი.ერთადერთი შვილი კი ამ ყოფას ვერ უძლებს და სახლიდან გარბის.სასტუმროს უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი სტუმრობს.გაბოროტებული მეპატრონე დაიფიცებს,რომ პირველივე სტუმარს მოკლავს,რომელიც სასტუმროში ღამის გათევას გადაწყვეტს.გაივლის მრავალი კვირა,სანამ მეპატრონე ფიცის ასრულებას შეძლებს...მოკლულ ახალგაზრდა ადამიანში მეპატრონე საკუთარ შვილს ამოიცნობს...
მიუხედავად იმისა,რომ სიუჟეტი ნაკლებად დამაჯერებელი იყო,მწერლის გონება ისევ და ისევ უბრუნდებოდა მას და ქალაქში სეირნობისას ყოველგვარ წვრილმანზე ფიქრობდა. ერთ-ერთი ასეთი "საღამოს სეირნობისას" კონან დოილი ბიბლიოთეკასთან აღმოჩნდება და სასტუმროში მოპანასის მოთხრობების ერთ-ერთ ტომს წაიღებს.რა რიგ დიდი იყო მისი გაოცება,როცა მან თავისი მოთხრობა უკვე დაწერილი და გამოქვეყნებული ნახა.ამ გაოცებას დაემატა ისიც,როცა გაიგო არტურმა გაიგო,რომ მოთხრობის შეთხვზის დროს გი დე მოპასანი სასტუმრო "შვარენბახს" სტუმრობდა.
კონან დოილს უყვარდა ამ უცნაური ისტორიის მოყოლა თავისი მეგობრებისათვის,მისი სიკვდილის შემდეგ მწერლის ბიოგრაფმა აღმოაჩინა,რომ მოპანასამდე 100 წლით ადრე გერმანელმა მწერალმა ზახარ ვერნერმა,სწორედ მსგავსი სიუჟეტთაგან შეთხზა მოთხრობა "24 თებერვალს",რომელსაც არ ჰქონდა წარმატება და მალე მიივიწყეს.ვერნერს ეს სიუჟეტი არ მოუგონია,არამედ აღწერა შემთხვევა,რომელიც სასტუმრო "შვარენბახში" 18-ე საუკუნეში მოხდა...


* * *
ინტუიციის წყალობით კიდევ მრავალ ასეთ დაუჯერებელ შემთხვევას ჰქონდა და ალბათ ექნება ადგილი.არ არის გამორიცხული,რომ ინტუიციის მსგავს მარცვლებს არა მარტო შემოქმედის,არამედ ჩვეულებრივი ადამიანის ცნობიერებაც "შეიცავს".

კომენტარი დატოვეთ

კატეგორია: დღის სიახლე | დაამატა: admin (24/05/2009)
ნანახია: 1358 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 2
2 admin  
0
biggrin

1 nankaa  
0
ratqmaunda chveulebrivi adamianis cnobierebac sheicavs .ubralod zogs metad gamdzaprebuli aqvs zogs naklebat........sainteresoa applause

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Designed © 2024 by Naglia
VIP რეკლამა
შესვლის ფორმა
საჭირო პროგრამები


ამინდი
სარეკლამო ადგილი










Mp3 SearCh


გადაწერეyouTubeდან
სიახლეები
სარეკლამო ადგილი
დავეხმაროთ საიტს
დავეხმაროთ საიტს განვითარებაში
We accept eMoney
ჩვენი ანგარიშის ნომერი
360198221
ჩვენი ბანერი




site friends






განათავსე ლინკი

რადიოს მოსასმენად გამოიყენეთ Opera

GelaNYradio

Designed and Programmed by Naglia