მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცსტუმარი · ჯგუფი "Гости"მოგესალმები, სტუმარი · RSS

ძებნა

ჩვენი საიტი

სარეკლამო ადგილი
კატეგორიები
სარეკლამო ადგილი
Tv არხები
online antivirus
...


კონტაქტი ადმინთან Add me to Skype

თქვენი იპი
44.210.236.0

თქვენი ბრაუზერი

Counter
მთვლელი



 სიახლეები
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 135
ნაჩვენებია მასალა: 101-110
გვერდები: « 1 2 ... 9 10 11 12 13 14 »

დამდგმელი რეჟისორები: გიგა ლორთქიფანიძე, გიზო გაბესკირია
სცენარის ავტორი: ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან ნამგალაშვილი
მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორები: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე
ხმის ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი (დათა თუთაშხია), თენგიზ არჩვაძე (მუშნი ზარანდია), იური იარვეტი (სეგედი), გრიგოლ წიტაიშვილი (როგაჩევი), კარლო საკანდელიძე (ნიკანდრო ქილია), აკაკი ვასაძე
----- 
ამ ეპიკური ტილოს მთელი 7 სერია ადამიანის თვითშეგნებისა და თვითგარდაქმნის შემაძრწუნებელ სურათს წარმოადგენს. რამდენნაირი გზა და საშუალება არ სცადა დათამ, რათა ამომწურავი პასუხი მიეღო ადამინის საზრისზე, მაგრამ ყველა მისი ცდა და ექსპერიმენტი კრახით დამთავრდა. ფილმს ორი მთავარი გმირის, დათა თუთაშხიასა და მუშნი ზარანდიას შორის ურთიერთბრძოლის მთავარი თემა გასდევს, ესენი ერთი მედლის ორი სხვადასხვა მხარეა და ერთმანეთს ავსებენ ცხოვრების ასპარეზზე საერთო ამოცანათა თვალსაზრისით. პირველი ახალი, რევოლეციური სულის მატარებელია, ხოლო მეორე ცარიზმის სულისკვეთებით გაჟღენთილი და ტახტის ერთგული მსახური.
-------------
ფილმი ^ Online | ნანახია: 3459 | დაამატა: admin | თარიღი: 09/05/2009 | კომენტარი (5)


ეს ჯგუფი მიიჩნევა ქართული ესტრადის ყველაზე წარმატებულ ჯგუფად...

---------
სრულად ნახვა       Uploaded On MyDisk.Ge » Size 73.0 მბ. | 
Muzz Mp3 Ge | ნანახია: 4132 | დაამატა: admin | თარიღი: 09/05/2009 | კომენტარი (1)

ირაკლია ჩარკვიანის ალბომი - მეფე. რომელშიც შესულია მისი 20 უძლიერესი სიმღერა.
---------
სრულად ნახვა     Uploaded On MyFtp.Ge » Size ზომა: 107.63 მბ. | 
Muzz Mp3 Ge | ნანახია: 2233 | დაამატა: admin | თარიღი: 09/05/2009 | კომენტარი (0)

ამას კომენტარი მემგონი არ უნდა ყველამ ვიცით ვინც არის ეს მომღერალი , აბა ვიწერთ ...
გიგა მიქაბერიძე მხოლოდ ჩვენ საიტზე Exclusive....
------------
სრულად ნახვა        Uploaded On MyFtp.Ge » Size 61.46 მბ. | 
Muzz Mp3 Ge | ნანახია: 1971 | დაამატა: admin | თარიღი: 09/05/2009 | კომენტარი (0)

enlarge photo


  

პოლიციამ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

07.05.09 14:54

ფალიაშვილის 80-ში კვირჭიშვილების ოჯახზე მომხდარი თავდასხმა გახსნილია, დაკავებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი ირაკლი დოკვაძე.

თავდასხმის შედეგად დაზარალებული ცოლ-ქმარი ამ დროისათვის კვლავ საავადმყოფოში რჩება. გოჩა კვირჭიშვილს პირველ საავადმყოფოში, ელზა გულიაშვილს კი რესპუბლიკურ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობენ. გულიაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სტაბილურია საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული გიორგი კვირჭიშვილის მდგომარეობა. იგი ამ დროისათვის კვლავ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ადრე ნასამართლევი ირაკლი დოკვაძე ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით გამოუშვეს. იგი სასჯელს 1998 წელს ხილიანის ქუჩაზე ჯაბა იოსელიანზე განხორციელებული ტერაქტში მონაწილეობისათვის იხდიდა. ტერაქტის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაღუპა.
                                       ----------------                                დააკლიკე Live

დღის სიახლე | ნანახია: 1647 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (12)

enlarge photo


 

სამი დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

07.05.09 10:11

საქართველოს პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე, ჟურნალისტ ნიკოლოზ ავალიანის ცემის გამო ბრალდებულებს - მელორ ვაჩნაძეს, გიორგი ონიანსა და რევაზ რევაზიშვილს შეეცვალათ აღმკვეთი ღონისძიება და გათავისუფლდნენ. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ პროკურატურის ვებგვერდზე განთავსდა.

სამი ახალგაზრდა 5 მაისს დააკავეს. ისინი  ჟურნალისტის ცემის ფაქტზე  მიეცნენ პასუხისგებაში. გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ მათი გათავისუფლება მოითხოვა. დაძაბულობა ამ მოთხოვნის წამოჭრას მოჰყვა, რის შემდეგაც პატრიარქმა ხელისუფლებას ვითარების განსამუხტად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

გათავისუფლების შემდეგ ახალგაზრდებმა დაკავების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. მათი განცხადებით, ისინი პოლიციის განყოფილებებში ცალ-ცალკე შეიყვანეს და სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტების თქმით, მათი დაკითხვბა ძალის გამოყენებით მიმდინარეობდა.

                                                  ------------                                  დააკლიკე Live
     

სრულად ნახვა

დღის სიახლე | ნანახია: 1004 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (1)


შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
07.05.09 12:03

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო  განცხადებას ავრცელებს.

`გუშინ, საღამოს 19:30, ჯოხებით შეიარაღებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დიდი ჯგუფი მივიდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსთან და დაარღვია ღობესთან არსებული პერიმეტრი. პოლიცია მაქსიმალურად იკავებდა თავს, სანამ მომიტინგეები მათ მიუახლოვდებოდნენ და სცდიდნენ შეეღწიათ მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე ( აგრეთვე პერიმეტრში განთავსებულ წინასწარი დაკავების ცენტრის ტერიტორიაზე). პოლიციის მთავარი სამმართველოსა და წინასწარი დაკავების ცენტრის დაცვისას სხეულის დაზიანება მიიღო ექვსმა პოლიციელმა, 22 -მა საპროტესტო აქციის მონაწილემ და საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტმა. პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ინციდენტამდე პარლამენტის წინ შეგროვდნენ, წაქეზებულნი იქნენ პოლიციის სამმართველოზე თავდასასხმელად ოპოზიციის ლიდერის გია გაჩეჩილაძის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ აქციის მიზანი ოპოზიციის სამი აქტივისტის განთავისუფლება იყო, რომლებიც 5 მაისს დაკავებულნი იქნენ ჟურნალისტის ფიზიკური ანგარიშსწორების სამართალდარღვევის ფაქტზე. გაგაჩეჩილაძე გაუძღვა პროტესტის მონაწილეებს, გადაძვრა პოლიციის სამმართველოს ღობეზე და შეიჭრა პერიმეტრზე.` 
                                                    ---------------                                  დააკლიკე Live
დღის სიახლე | ნანახია: 950 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (0)

დამდგმელი რეჟისორი: ზაალ კაკაბაძე
სცენარის ავტორები: ნუნუ გუნიავა, დავით ჩუბინიშვილი, ზაალ კაკაბაძე
დამდგმელი ოპერატორები: გივი მელქაძე, გიორგი ბარნოვი (ბარნაველი) 
მხატვარი: მიხეილ ბახანოვი
კომპოზიტორი: გურამ ბზვანელი
ხმის ოპერატორი: მერაბ გვანცელაძე
მემონტაჟე: ციური კობერიძე
მონაწილეობენ: გოგა ფიფია 

ანსამბლი: მზიური

მიმდინარეობს მსოფლიო პირველობა ნიჩბოსნობაში. საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩემპიონი ხდება. გუნდის კაპიტანი ქართველია – ნიკურაძე, რომელსაც საკავშირო პიონერული ორგანიზაცია აჯილდოებს საგზურით – მან პიონერთა რაზმი უნდა წაიყვანოს არტეკში. 
ნიკურაძე ელის, რომ პიონერები სპორტსმენები იქნებიან და როგორია მისი აღშფოთება, როდესაც სპორტსმენების მაგივრად მუსიკალური ანსამბლი, თანაც გოგონების, შერჩება. ბევრი კომედიური სიტუაციის შემდეგ, ანსამბლი და მისი ხელმძღვანელი დამეგობრდებიან: ნიკურაძე შეიყვარებს მუსიკას, ხოლო გოგონები – სპორტს.

-----------------
ფილმი ^ Online | ნანახია: 1553 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (1)




  

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

06.05.09 21:21

არეულობაა თბილისის პოლიციის სამმართველოსთან. დაპირისპირება საპროტეტსო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სამმართველოს ეზოში შესვლა სცადეს. პოლიციის ეზოს ღობეზე გია გაჩეჩილაძე გადავიდა. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

აქციის მონაწილეები თბილისის პოლიციასთან იმ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით შეირიბნენ, რომლებიც `საზოგადოებრივი მაუწყებლის` ჟურნალისტ ნიკა ავალიანს დაესხნენ გუშინ თავს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.

                                                        ----------                      დააკლიკე Live

სრულად ნახვა
დღის სიახლე | ნანახია: 957 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (7)

enlarge photo


 

საზოგადოების წარმომადგენლები შუამავლის როლს იკისრებენ

06.05.09 19:02

საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს ნდობის ჯგუფი უნდა აირჩიონ. `თბილისი მარიოტში` ის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები არიან შეკრებილნი, რომლებმაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა იკისრონ.

ეგრეთ წოდებული ნდობის ჯგუფი 15 კაცით დაკომპლექტდება. ჯგუფმა ის რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს, რომლებსაც დაპირისპირებულ მხარეებს გაცნობენ. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მათი ჩარევით ქვეყანში სიტუაცია განიმუხტება და სწორედ მათ მიერ შეთავაზებულ საკითხებზე გაიმართება პირველი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

სრულად ნახვა

დღის სიახლე | ნანახია: 928 | დაამატა: admin | თარიღი: 06/05/2009 | კომენტარი (0)

Designed © 2024 by Naglia
VIP რეკლამა
შესვლის ფორმა
საჭირო პროგრამები


ამინდი
სარეკლამო ადგილი










Mp3 SearCh


გადაწერეyouTubeდან
სიახლეები
სარეკლამო ადგილი
დავეხმაროთ საიტს
დავეხმაროთ საიტს განვითარებაში
We accept eMoney
ჩვენი ანგარიშის ნომერი
360198221
ჩვენი ბანერი




site friends






განათავსე ლინკი

რადიოს მოსასმენად გამოიყენეთ Opera

GelaNYradio

Designed and Programmed by Naglia