მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცსტუმარი · ჯგუფი "Гости"მოგესალმები, სტუმარი · RSS

ძებნა

ჩვენი საიტი

სარეკლამო ადგილი
კატეგორიები
სარეკლამო ადგილი
Tv არხები
online antivirus
...


კონტაქტი ადმინთან Add me to Skype

თქვენი იპი
52.14.221.113

თქვენი ბრაუზერი

Counter
მთვლელი



 სიახლეები
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 135
ნაჩვენებია მასალა: 111-120
გვერდები: « 1 2 ... 10 11 12 13 14 »

enlarge photo


 

პოლიცია მაისაიას ჩვენებას ავრცელებს

06.05.09 18:05

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვახტანგ მაისასიას ჩვენება გაავრცელა. სამხედრო ექსპერტი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. აღიარებით ჩვენებაში მიასაია ყვება, როგორ დაუკავშირდა ის ევროპის ერთ-ერთ ქალაქში რუსულ სპეცსამსახურებს და როგორ გადასცემდა დაშიფრულ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღესვე მაისაიას სატელეფონო სუბრებიც გამოაქვეყნა.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამხედრო ექსპერტი და მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია გუშინ დააკავეს. მოგვიანებით მისი სახლიც გაჩხრიკეს. ვახტანგ მაისაიას მეუღლის ელენე მაღრაძის თქმით, სახლიდან მისი პირადი კომპიუტერი და დისკები წაიღეს. ვახტანგ მაისაია გვიანობამდე იკითხებოდა მოდულის შენობაში. ამ პროცესს ვახტანგ მაისაიას ორი ადვოკატი ესწრებოდა. მათ მოდულის შენობა გამთენიისას უკომენტაროდ დატოვეს.

ვახტანგ მაისაიას კოლეგების უმეტესობა მისი დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ მას საიდუმლო მასალებზე ხელი არ მიუწვდებოდა და შესაბამისად, უცხოეთის სპეცსამსახურებს ღირებულ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა.

ვახატნგ მაისაიას დაკავების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დიპლომატი, რომელიც ნატოში საქართველოს მისიაში მუშაობდა, რუსულ მხარეს ინფორმაციას აგვისტოს ომის შესახებ აწვდიდა. მისი თქმით, მაისაიამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს უსაფრთხოებას.

სრულად ნახვა

დღის სიახლე | ნანახია: 1005 | დაამატა: admin | თარიღი: 06/05/2009 | კომენტარი (4)

ვაზიანში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ნატოს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის ვაზიანის ბაზაზე ალიანსის წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პროგრამით პარტნიორობა მშვიდობისათვის დაგეგმილი წვრთნის ოფიციალურად დასახელებულ მონაწილეთაგან საქართველოში სამხედროთა გამოგზავნაზე უარი თქვეს ყაზახეთმა, მოლდავეთმა, სერბეთმა და სომხეთმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 8 ოფიცერი, რომლებიც საშტაბო წვრთნას დაესწრებიან. საშტაბო სწავლება 19 მაისამდე გასტანს, 21 მაისიდან კი - მეორე ეტაპი, საველე წვრთნა დაიწყება. ნატოს სწავლება, რომელიც მიზნად სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადებას ისახავს, ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და მასში მძიმე საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობას არ მიიღებს.

სომხეთმა საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებებში მონაწილეობაზე გუშინ უარი განაცხადა. სომხეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიერ ინსპირირებული სამხედრო ამბოხის ჩახშობის შესახებ ცნობის გავრცელებას მოყვა. რუსული გაზეთის - ”ვედომოსტის” ცნობით, საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებებში მონაწილეობა გადაიფიქრეს აგრეთვე - ესტონეთმა, ლატვიამ, ყაზახეთმა, მოლდავეთმა და სერბეთმა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო ამბოხის უპირველესი მიზანი ნატოს სწავლებების ჩაშლა იყო. რუსეთის ელჩი ნატოში დმიტრი როგოზინი ამ განცხადებას ”სიგიჟედ” აფასებს.

სრულად ნახვა

დღის სიახლე | ნანახია: 1004 | დაამატა: admin | თარიღი: 06/05/2009 | კომენტარი (0)


    

ვახტანგ მაისაია, რომელიც 2004-2008 წლებში ნატოსთან საქართველოს დიპლომატიურ მისიაში მსახურობდა მრჩევლად, რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს, განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 6 მაისს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 6 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ  მაიასაია ამზადებდა და დაშიფრული სახით, ელექტრონული ფოსტით უგზავნიდა სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელთა ”ნაწილი შეიცავდა სახელწიფო საიდუმლოებას, მათ შორის საქართველოში არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა და სამთავრობო ცვლილებების შესახებ, ასევე საქართველოს მიერ შეძენილი შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის შესახებ”.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაიასაია წარსულში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

”2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის პერიოდში საათობრივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების, სამხედრო ტექნიკის რაოდენობის და დისლოკაციის ადგილების შესახებ. მიწოდებული ინფორმაციების სანაცვლოდ, მაიასაიასათვის ხდებოდა ფულადი თანხების ჩარიცხვა მის ანგარიშზე,” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა დღეს სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე, რომ მაიასაიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას.

”აგვისტოს ომის დროს ყოველ ორ საათში, თუ საათნახევარში ერთხელ ის გადასცემდა მოწინააღმდეგეს საქართველოს ჯარის პოზიციებს, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა,” - განაცხადა სააკაშვილმა. 

დღის სიახლე | ნანახია: 1048 | დაამატა: admin | თარიღი: 06/05/2009 | კომენტარი (0)

მოგესალმებით საიტის მომხმარებელო , თქვენ გეძლევათ წვლილი შეიტანოთ სიახლეების დადებაში და შეგიდძლიათ საიტს დაეხმაროთ მხოლოდ ამით ვისაც შეგიძლიათ რო დააკმაყოფილოთ საიტის წესები   (აუცილებელია უბრალოდ შეგეძლოთ დადება სიახლის)
სტატუსისთვის მომწერეთ


-----------------------
Skype :   internet.ge

აილი :   imternet.ge@avoe.ge

განცხადება | ნანახია: 1153 | დაამატა: admin | თარიღი: 06/05/2009 | კომენტარი (0)

ვიდეო ^ Online | ნანახია: 1125 | დაამატა: admin | თარიღი: 05/05/2009 | კომენტარი (1)

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: ოთარ რაზმაძე, ანზორ სალუქვაძე, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე
ხმის ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟეები: ლარისა დიღმელოვა, ეთერ თავაძე
მონაწილეობენ: იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), ხათუნა კოტრიკაძე (ეკა), რამაზ გიორგობიანი (დათო), მეგი წულუკიძე (კატო), ელენე ჩოხელი (ლიზა), მედეა ჩახავა (სოფიო), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (მიტროფანე), დოდო აბაშიძე (კოლ-ბის თავმჯდომარე), ბაადურ ყიფიანი, გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე, ნოდარ ფირანიშვილი, თენგიზ ჩანტლაძე (პოლიციელი), ოთარ ზაუტაშვილი, გიორგი გაბელაშვილი, ალექსანდრე კუპრაშვილი (ფოსტალიონი), ალექსანდრე ეძგვერაძე (მეხანძრე) 


დათოს ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი, ეკა უყვარს. იპოლიტეს მუდამდღე თავდამსხმელი ელანდება, გაუგებრობის გამო დათოსაც ავაზაკად მიიჩნევს. სადაც დაინახავს, მის შეპყრობასა და მილიციისთვის ჩაბარებას ცდილობს, თუმცა დათოს მისი სიძეობა უფრო სწადია. იპოლიტეს წყალობით გაუგებრობაში არაერთგზის მოხვედრილი დათო და ეკა უკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.
------------------
ფილმი ^ Online | ნანახია: 1293 | დაამატა: admin | თარიღი: 05/05/2009 | კომენტარი (2)

სურათები | ნანახია: 1222 | დაამატა: admin | თარიღი: 05/05/2009 | კომენტარი (3)


             

-------------------------------------

სრულად ნახვა

ვიდეო ^ Online | ნანახია: 1156 | დაამატა: admin | თარიღი: 05/05/2009 | კომენტარი (2)

     

                                           -------------------------------------------------

სრულად ნახვა

ვიდეო ^ Online | ნანახია: 1273 | დაამატა: admin | თარიღი: 05/05/2009 | კომენტარი (2)

Designed © 2024 by Naglia
VIP რეკლამა
შესვლის ფორმა
საჭირო პროგრამები


ამინდი
სარეკლამო ადგილი










Mp3 SearCh


გადაწერეyouTubeდან
სიახლეები
სარეკლამო ადგილი
დავეხმაროთ საიტს
დავეხმაროთ საიტს განვითარებაში
We accept eMoney
ჩვენი ანგარიშის ნომერი
360198221
ჩვენი ბანერი




site friends






განათავსე ლინკი

რადიოს მოსასმენად გამოიყენეთ Opera

GelaNYradio

Designed and Programmed by Naglia