მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცსტუმარი · ჯგუფი "Гости"მოგესალმები, სტუმარი · RSS

ძებნა

ჩვენი საიტი

სარეკლამო ადგილი
კატეგორიები
სარეკლამო ადგილი
Tv არხები
online antivirus
...


კონტაქტი ადმინთან Add me to Skype

თქვენი იპი
18.219.86.155

თქვენი ბრაუზერი

Counter
მთვლელი



 სიახლეები
მთავარი » სტატიები » ფილმი ^ Online

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 27
ნაჩვენებია მასალა: 21-27
გვერდები: « 1 2 3

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
ფილმი ^ Online | ნანახია: 1280 | დაამატა: admin | თარიღი: 13/05/2009 | კომენტარი (7)

ფილმი ^ Online | ნანახია: 1211 | დაამატა: admin | თარიღი: 13/05/2009 | კომენტარი (2)


დამდგმელი რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
სცენარის ავტორი: თემურ ბაბლუანი
დამდგმელი ოპერატორები: ვიქტორ ანდრიევსკი, ნუგზარ ნოზაძე
მხატვრები: თემურ ხმალაძე, თამაზ ლომია
ხმის ოპერატორი: ედიშერ გიორგაძე
მემონტაჟე: გიული გრიგორიანი
მონაწილეობენ: დავით კაზიშვილი (დათო), ელგუჯა ბურდული (გელა), ლია ბაბლუანი (დედა), ეკა საათაშვილი (აგნესა), გივი სიხარულიძე (ვანიჩკა), ფლორა შედანია (თამარ კლდიაშვილი), ლეო (ლევან) ფილფანი, გივი თოხაძე   

მუსიკალური გაფორმება: თემურ ბაბლუანისა

ექიმი მთელი ცხოვრების მანძილზე მარტოდმარტო ატარებს ცდებს ვირთხებზე, რათა მიიღოს ადამიანებისათვის მეტად საჭირო ვაქცინა. თუმცა მის ამ ჩანაფიქრს უმრავლესობა არ იზიარებს, ამას ემატება გართულებული ცხოვრებისეული ურთიერთობებიც. ფილმი, ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად, არ აღძრავს უიმედობას.

ფესტივალები და პრიზები:
ჟიურის სპეციალური პრიზი, ბერლინის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალი (1992)
-------------

სრულად ნახვა
ფილმი ^ Online | ნანახია: 1443 | დაამატა: admin | თარიღი: 09/05/2009 | კომენტარი (5)

დამდგმელი რეჟისორები: გიგა ლორთქიფანიძე, გიზო გაბესკირია
სცენარის ავტორი: ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან ნამგალაშვილი
მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორები: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე
ხმის ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი (დათა თუთაშხია), თენგიზ არჩვაძე (მუშნი ზარანდია), იური იარვეტი (სეგედი), გრიგოლ წიტაიშვილი (როგაჩევი), კარლო საკანდელიძე (ნიკანდრო ქილია), აკაკი ვასაძე
----- 
ამ ეპიკური ტილოს მთელი 7 სერია ადამიანის თვითშეგნებისა და თვითგარდაქმნის შემაძრწუნებელ სურათს წარმოადგენს. რამდენნაირი გზა და საშუალება არ სცადა დათამ, რათა ამომწურავი პასუხი მიეღო ადამინის საზრისზე, მაგრამ ყველა მისი ცდა და ექსპერიმენტი კრახით დამთავრდა. ფილმს ორი მთავარი გმირის, დათა თუთაშხიასა და მუშნი ზარანდიას შორის ურთიერთბრძოლის მთავარი თემა გასდევს, ესენი ერთი მედლის ორი სხვადასხვა მხარეა და ერთმანეთს ავსებენ ცხოვრების ასპარეზზე საერთო ამოცანათა თვალსაზრისით. პირველი ახალი, რევოლეციური სულის მატარებელია, ხოლო მეორე ცარიზმის სულისკვეთებით გაჟღენთილი და ტახტის ერთგული მსახური.
-------------
ფილმი ^ Online | ნანახია: 3468 | დაამატა: admin | თარიღი: 09/05/2009 | კომენტარი (5)

დამდგმელი რეჟისორი: ზაალ კაკაბაძე
სცენარის ავტორები: ნუნუ გუნიავა, დავით ჩუბინიშვილი, ზაალ კაკაბაძე
დამდგმელი ოპერატორები: გივი მელქაძე, გიორგი ბარნოვი (ბარნაველი) 
მხატვარი: მიხეილ ბახანოვი
კომპოზიტორი: გურამ ბზვანელი
ხმის ოპერატორი: მერაბ გვანცელაძე
მემონტაჟე: ციური კობერიძე
მონაწილეობენ: გოგა ფიფია 

ანსამბლი: მზიური

მიმდინარეობს მსოფლიო პირველობა ნიჩბოსნობაში. საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩემპიონი ხდება. გუნდის კაპიტანი ქართველია – ნიკურაძე, რომელსაც საკავშირო პიონერული ორგანიზაცია აჯილდოებს საგზურით – მან პიონერთა რაზმი უნდა წაიყვანოს არტეკში. 
ნიკურაძე ელის, რომ პიონერები სპორტსმენები იქნებიან და როგორია მისი აღშფოთება, როდესაც სპორტსმენების მაგივრად მუსიკალური ანსამბლი, თანაც გოგონების, შერჩება. ბევრი კომედიური სიტუაციის შემდეგ, ანსამბლი და მისი ხელმძღვანელი დამეგობრდებიან: ნიკურაძე შეიყვარებს მუსიკას, ხოლო გოგონები – სპორტს.

-----------------
ფილმი ^ Online | ნანახია: 1555 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (1)

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: ოთარ რაზმაძე, ანზორ სალუქვაძე, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე
ხმის ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟეები: ლარისა დიღმელოვა, ეთერ თავაძე
მონაწილეობენ: იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), ხათუნა კოტრიკაძე (ეკა), რამაზ გიორგობიანი (დათო), მეგი წულუკიძე (კატო), ელენე ჩოხელი (ლიზა), მედეა ჩახავა (სოფიო), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (მიტროფანე), დოდო აბაშიძე (კოლ-ბის თავმჯდომარე), ბაადურ ყიფიანი, გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე, ნოდარ ფირანიშვილი, თენგიზ ჩანტლაძე (პოლიციელი), ოთარ ზაუტაშვილი, გიორგი გაბელაშვილი, ალექსანდრე კუპრაშვილი (ფოსტალიონი), ალექსანდრე ეძგვერაძე (მეხანძრე) 


დათოს ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი, ეკა უყვარს. იპოლიტეს მუდამდღე თავდამსხმელი ელანდება, გაუგებრობის გამო დათოსაც ავაზაკად მიიჩნევს. სადაც დაინახავს, მის შეპყრობასა და მილიციისთვის ჩაბარებას ცდილობს, თუმცა დათოს მისი სიძეობა უფრო სწადია. იპოლიტეს წყალობით გაუგებრობაში არაერთგზის მოხვედრილი დათო და ეკა უკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.
------------------
ფილმი ^ Online | ნანახია: 1294 | დაამატა: admin | თარიღი: 05/05/2009 | კომენტარი (2)

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
მხატვრები: ვასილ არაბიძე, ალექსანდრე ვერულეიშვილი
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მონაწილეობენ: ნუკრი კაკოიაშვილი (რეზო), ოთარ არღუთაშვილი (როსტია), მარინე მანჯგალაძე (დარო), გიორგი გეგეჭკორი (მამა), მერაბ გეგეჭკორი (ბერიკაცი), ნინო ერისთავი (ბებია), ნოდარ მარგველაშვილი, ოთარ კოპტონაშვილი, ავთანდილ ვერულეიშვილი, გიორგი გელოვანი, ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, ოთარ ზაუტაშვილი 


არდადეგებზე სოფლად ჩასულ და-ძმას, რეზოსა და დაროს მინდორსა და ბაღ-ვენახებში განავარდება სწადიათ, მაგრამ მამის მკაცრი რეჟიმისათვის თავი ვერ დაუღწევიათ, იძულებულნი არიან მთელი დღე მეცადინეობაში გაატარონ. ბავშვები პრინციპულად დაუპირისპირდებიან მამას და აიძულებენ უაზრო სიმკაცრე დათმოს.
------
ფილმი ^ Online | ნანახია: 2138 | დაამატა: admin | თარიღი: 05/05/2009 | კომენტარი (0)

1-10 11-20 21-27
Designed © 2024 by Naglia
VIP რეკლამა
შესვლის ფორმა
საჭირო პროგრამები


ამინდი
სარეკლამო ადგილი










Mp3 SearCh


გადაწერეyouTubeდან
სიახლეები
სარეკლამო ადგილი
დავეხმაროთ საიტს
დავეხმაროთ საიტს განვითარებაში
We accept eMoney
ჩვენი ანგარიშის ნომერი
360198221
ჩვენი ბანერი




site friends






განათავსე ლინკი

რადიოს მოსასმენად გამოიყენეთ Opera

GelaNYradio

Designed and Programmed by Naglia