მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცსტუმარი · ჯგუფი "Гости"მოგესალმები, სტუმარი · RSS

ძებნა

ჩვენი საიტი

სარეკლამო ადგილი
კატეგორიები
სარეკლამო ადგილი
Tv არხები
online antivirus
...


კონტაქტი ადმინთან Add me to Skype

თქვენი იპი
18.207.136.184

თქვენი ბრაუზერი

Counter
მთვლელი



 სიახლეები
მთავარი » სტატიები » დღის სიახლე

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 21
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
მომხმალებელო მოგესალმებით 
ვინც  იესოს ვერ იწერდით იმ მიზეზის გამო რო Disk.Ge-მ
 ფასიანი გახადა მომსახურება.. :(
---------------------
განახლდა ლინკი UP.JEJE.GE-ს  
და ყველას შეგიძლიათ გადაწეროთ  !!

შედით შესაბამის კატეგორიაში და გადაწერეთ, წარმატებები ...

დღის სიახლე | ნანახია: 893 | დაამატა: admin | თარიღი: 24/06/2009 | კომენტარი (0)

დავით ბაქრაძე ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს

ივნისი 05,2009

image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ,რადიკალური ოპოზიციის  ნაწილის მზადყოფნას ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე, მიესალმება. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუკი ოპოზიციას ნამდვილად აინტერესებს დიალოგი და პრობლემების პოლიტიკური რეფორმების გზით გადაჭრა, ხელისუფლება ელის, რომ ისინი  საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას, რათა  გატარდეს საკონსტიტუციო რეფორმა და გაძლიერდეს პარლამენტი.

„ასევე ველით, რომ ოპოზიცია სერიოზულ მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კანონმდებლობით რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში. მზად ვართ, თვისობრივად გადავახალისოთ ანტიკრიზისული საბჭო. თუ ოპოზიციას ქართული ეკონომიკის პრობლემები აღელვებს, უზრუნველვყოფთ  ანტიკრიზისული ფორმატით პრემიერ-მინისტრთან მათ შეხვედრას, ანუ მზად ვართ საუბრიდან საქმეზე გადავიდეთ და ბოლოს და ბოლოს ის პოლიტიკური პროცესი დავიწყოთ, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ“, _ აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელების სურვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირს სპეციალურ წარმომადგენელთან პიტერ სემნებთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა.
.

სრულად ნახვა

დღის სიახლე | ნანახია: 876 | დაამატა: admin | თარიღი: 05/06/2009 | კომენტარი (0)

ოპოზიციის მიტინგი განახლდა

ივნისი 05,2009

image

პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის საინფორმაციო მიტინგი განახლდა. აქციის მონაწილეებს დავითობა მიულოცა ოპოზიციის ლიდერმა გოგა ხაინდრავამ. როგორც მან  განაცხადა, ოპოზიციის ძირითადი ბირთვი წასულია რუსთავში მიტინგის გასამართად.

მისი თქმით, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად რუსთავის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „მაესტროს“ მაუწყებლობა შეწყვიტა, რის გამოც, ოპოზიცია აქციას მართავს რუსთავში საკაბელო ტელევიზიასთან.

ხაინდრავა იმედოვნებს, რომ ძალიან  ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობა რუსთავში მალე აღდგება.
ოპოზიციის ლიდერებიდან აქციაზე იმყოფებიან: სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე და გოგა ხაინდრავა.
.
დღის სიახლე | ნანახია: 852 | დაამატა: admin | თარიღი: 05/06/2009 | კომენტარი (0)

დღის სიახლე | ნანახია: 1233 | დაამატა: admin | თარიღი: 04/06/2009 | კომენტარი (3)

მოგესალმებით საიტის მომხმარებელო 

გვინდა გაცნობოთ თუ რა სიახლეებია ჩვენ საიტზე 


1. ჩვენ TV არხებს დაემატა 2 არხი ესენია 

" 1 არხი" 

"Tv კავკასია"

ტვ კავკასია მხოლოდ ჩვენ საიტზეა განთავსებული...
Exclusive


2. დაემატა ახალი                FLASH CHAT-ი


დღის სიახლე | ნანახია: 850 | დაამატა: admin | თარიღი: 03/06/2009 | კომენტარი (0)

                                             მიხეილ სააკაშვილი - დიასპორის დღე 

                                                          Monday, 01 June 2009 

 

 

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

მოგესალმებით ამ ღირსშესანიშნავ დღეს ყველას, ვინც სტუმრად ჩამოხვედით თქვენს სამშობლოში და მათაც ვინც ეს ვერ მოახერხა. მე მოგიწოდეთ დაბრუნებულიყავით საქართველოში და აღგითქვით, რომ ყველაფერს ვიღონებდით ამის განსახორციელებლად, რათა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ემიგრაციის ტკივილი აღარ განეცადათ.

მას შემდეგ ბევრი თქვენგანი დაბრუნდა სამშობლოში და ჩვენთან ერთად შეუდგა ქვეყნის აღმშენებლობას. ამ პროცესის წარმართვაში, ხელიც გვეშლება. ომი, ეკონომიკური კრიზისი, შიდა არეულობები - ყოველივე ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ თქვენი დიდი ძალისხმევით, მხარდაჭერითა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულით, ჩვენ მართლაც წარმოუდგენელი დაბრკოლებები დავძლიეთ, გაუგონარ სიძნელეებს გავუმკლავდით.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩვენმა დიასპორამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ იგი ქვეყნის არა მხოლოდ ეკონომიკური, კულტურული, არამედ ძლიერი პოლიტიკური დასაყრდენია, რომელსაც ანგარიშს უწევს მსოფლიო საზოგადოებრიობა.

ჩემო ძვირფასებო, ჩვენო საამაყო თანამემამულენო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენს სამშობლოში და მწამს, რომ სულ მალე დაგვიბრუნდებით თავისუფალ, ერთიან და აღორძინებულ საქართველოში.


მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი

----------

სრულად ნახვა 

დღის სიახლე | ნანახია: 1007 | დაამატა: admin | თარიღი: 01/06/2009 | კომენტარი (3)

ოსი სეპარატისტები საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

30.05.09 14:30

ოსი სეპარატისტები საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ხმის მიცემის პროცესი ხვალ დილის 8 საათზე დაიწყება. წინასაარჩევნო აგიტაცია ღამის თორმეტ საათზე შეწყდა. სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 88 საარჩევნო უბანია, 6 უბანი ჩრდილო ოსეთში და ერთი მოსკოვში გაიხსნება. საარჩევნო სიაში 52 ათას 436 ამომრჩეველია შესული. სეპარატისტების მხარდამჭერებმა ე.წ. საკანონმდებლო ორგანოში 4 პარტიიდან წარმოდგენილი კანდიდატებიდან 34 დეპუტატი უნდა აირჩიონ. 

ედუარდ კოკოითის განცხადებით, არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერი მზად არის, რისთვისაც სეპარატისტთა ლიდერი მადლობას რუსეთის ხელისუფლებას უხდის. სეპარატისტთა ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს 80 უცხოელი დამკვირვებელი და მედიის 150 წარმომადგენელი დააკვირდება. თუმცა ეუთოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორგანიზაცია საარჩევნო პროცესს მონიტორინგს არ გაუწევს.

არჩევნების გასაშუქებლად რეგიონში მედიის 150 წარმომადგენელი იყო ჩასული. ცნობილი ხდება, რომ დღეს მოულოდნელად ცხინვალში რუსეთის `საზოგადოებრივი მაუწყებლის` ჟურნალისტი გარდაიცვალა. ევგენი ლუკინოვი, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა. მის ცხედარს ცოტა ხანში ვლადიკავკაზში გადაასვენებენ და ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

დღის სიახლე | ნანახია: 891 | დაამატა: admin | თარიღი: 30/05/2009 | კომენტარი (0)

სიღნაღი პიკასოს გამოფენას მასპინძლობს

30.05.09 17:33

ნიკო ფიროსმანის მიზეუმში პაბლო პიკასოს გამოფენა გაიხსნა. გენიალური მხატვრის ნამუშევრებს სიღნაღი მასპინძლობს. `სიყვარულის ქალაქში` შემოქმედის უკანასნელი სიყვარულის - ჟაკლინის პორტრეტები გამოიფინა. საფრანგეთის ზერვოსის მუზეუმში დაცული 40 ნამუშევარი სიღნაღში ერთ თვეს დარჩება. ერთ თვეში ექსპოზიციას თბილისში გადმოიტანენ, ზაფხულის ბოლოს კი პიკასო თავის პირველ მოგზაურობას საქართველოში ბათუმის მუზეუმში დაასრულებს.

სიღნაღში დღეს პაბლო პიკასოს ბოლო პერიოდის შემოქმედების შესაფასებლად უამრავმა ხელოვნების მოყვარულმა მოიყარა თავი, ფოროსმანის მუზეუმს საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ.

დღის სიახლე | ნანახია: 1004 | დაამატა: admin | თარიღი: 30/05/2009 | კომენტარი (0)

მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ თითქმის ყველა გენიოსს აქვს უცნაურობა,რა შეიძლება იყოს ეს,თუ არა აუტიზმი,რომლის ერთი სიმპტომი შესანიშნავად ითამაშა დასტინ ჰოფამანმა ფილმში ”წვიმის კაცი”.

რამდენიმე უცნაურობა,რომელიც გენიოსებს ახასიათებდათ სრულიადში
----------
დღის სიახლე | ნანახია: 941 | დაამატა: admin | თარიღი: 24/05/2009 | კომენტარი (2)

ინტუიცია - აზროვნების თავისებური ტიპი,რომლის დროსაც შემეცნების ზოგიერთი მომენტი მეტ-ნაკლებად არაცნობიერადაა გადატანილი ცხოვრებაში.რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?სადამდე მიდის ადამიანი ინტუიციის წყალობით?ჯერ კიდევ გერმანელი ფილოსოფოსი,მათემატიკოსი და ფიზიკოსი არტურ ლაიბნიცი (1646-1716) ინტუიციას უწოდებდა "ყველაზე სასურველ ცოდნას".ადამიანის ქვეცნობიერში ის მოდის მაშინ,როცა მოვლენის დასაბუთებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.ინტუიციის ის ტიპი,რომელზეც ქვევით გვექნება საუბარი,კერ კიდევ ამოუცნობად ითვლება.
თურმე ასეც ხდება - შემოქმედ ადამიანში ქვეცნობიერად მოსული ინტუიცია გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაუჯერებელ და გასაოცარ სურათს იძლევა...
----------
დღის სიახლე | ნანახია: 1043 | დაამატა: admin | თარიღი: 24/05/2009 | კომენტარი (2)

1-10 11-20 21-21
Designed © 2019 by Naglia
VIP რეკლამა
შესვლის ფორმა
საჭირო პროგრამები


ამინდი
სარეკლამო ადგილი










Mp3 SearCh


გადაწერეyouTubeდან
სიახლეები
სარეკლამო ადგილი
დავეხმაროთ საიტს
დავეხმაროთ საიტს განვითარებაში
We accept eMoney
ჩვენი ანგარიშის ნომერი
360198221
ჩვენი ბანერი




site friends






განათავსე ლინკი

რადიოს მოსასმენად გამოიყენეთ Opera

GelaNYradio

Designed and Programmed by Naglia