მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცსტუმარი · ჯგუფი "Гости"მოგესალმები, სტუმარი · RSS

ძებნა

ჩვენი საიტი

სარეკლამო ადგილი
კატეგორიები
სარეკლამო ადგილი
Tv არხები
online antivirus
...


კონტაქტი ადმინთან Add me to Skype

თქვენი იპი
18.224.39.74

თქვენი ბრაუზერი

Counter
მთვლელი



 სიახლეები
მთავარი » სტატიები » დღის სიახლე

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 21
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
მდედრები ორ კატეგორიად იყოფიან - ის,ვისაც სურს,ქალი იყოს და მოსწონდეს მამაკაცს და ის,ვინც კაცობას ამჯობინებდა,რათა თავი ქალს მოაწონოს.
ჯოვანი ჯაკომო კაზანოვა



ელენე,მიწიერ ქალთა შორის უმშვენიერესი იყო,ან კი როგორ არ იქნებოდა,ზევსისა და ლედას ასული.სახელი შორს გაჰვარდნოდა და მისი გულის დაპყრობას მტელი ელადის საუკეთესო ვაჟკაცები ლამობდნენ.ელენე ცოლად მენელაოსს გაჰყვა.კარგა ხანს ცხოვრობდნენ ბედნიერად...
...ერთხელაც ჰერა,ათენა და აფროდიტე წაკამათდნენ ვაშლის გამო.ვაშლი ერიდამ გადმოაგდო,განხეთქილების ქალღმერთმა,თანაც ზედ წააწერა: "უმსვენიერესს!".გაბრაზებული იყო ერიდა,ქორწილში რომ არ დაპატიჟეს და იმიტომ. კამათის გადასაწყვეტად,ზევსის ბრძანებით,ქალღმერთი იდას მთაზე მიიყვანა ჰერმესმა.აქ ლექსანდრე-პარისი მწყემსავდა ფარას.დავა მას უნდა გადაეწყვიტა.აფროდიტემ კი, ყველაზე უკეთ უწყოდა რა მამაკაცთა სისუსტეები - ულამაზესი,უმშვენიერესის წოდება,ცხადია,აფროდიტეს ერგო.მადლიერმა აფროდიტემ კი,თავის მხრივ,პარისს ელენა არგუნა...დატოვა უმშვენიერესმა ელენემ საყვარელი მეუღლე,შვილები,მშობლიური სპარტა და უცხო კაცს გაჰყვა შორეულ ილიონში...ამბობენ,სწორედ ამ მიზეზით დაიწყოო ტროას ათწლიანი ომი.და თუმცა თავად ელენე არაფერ შუაში იყო,ქალებს კი საშვილიშვილოდ გაუტეხა სახელი...
----------
დღის სიახლე | ნანახია: 1334 | დაამატა: admin | თარიღი: 22/05/2009 | კომენტარი (2)

enlarge photo
 

26 მაისს ოპოზიცია სამოქალაქო აღლუმს ჩაატარებს

12.05.09 18:21

26 მაისს რადიკალური ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აღლუმს ჩაატარებს. ოპოზიციის გადაწყვეტილება დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ აცნობა.

ოპოზიცია 26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეიკრიბება. გაჩეჩილაძის ვარაუდით, სტადიონზე 100 ათასი ადამიანი მივა, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა რუსთაველის გამზირამდე.
გაჩეჩილაძის თქმით, საკნები რუსთაველის გამზირზე 26 მაისსაც იდგება და ხალხის შეგროვების შემდეგ მათ დროებით გადაადგილებენ. რადიკალურმა ოპოზიციამ 26 მაისი დღეს ახალ 9 აპრილად გამოაცხადა.
დღის სიახლე | ნანახია: 989 | დაამატა: admin | თარიღი: 13/05/2009 | კომენტარი (0)

                                                                                                                                                           12.05.09 16:06      
   
 
ალასანია დიალოგის გაგრძელების მომხრეა


რამდენიმე წუთის წინ დიალოგთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ირაკლი ალასანიამ. `ალიანსი საქართველოსთვის` ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებასთან გუშინდელი უშედეგო შეხვედრის მიუხედავად, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

`ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოსაზრებები ერთმანეთს ჯერ კიდევ არ ემთხვევა. ის საკითხები, რაც განხილული იყო, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ამ წუთებშიც გრძელდება კონსულტაციები ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საკითხების შესახებ ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად,` - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, აღნიშნული ერთიანი პოზიციის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობაზე დღეს სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიცია მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კვლავ შეხვდეს, `თუ ის ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ადეკვატური გახდება`.

`ჩვენ მზად ვართ, სააკაშვილს მომავალში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევხვდეთ, თუ ის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ადეკვატური გახდება და რეალურად აღიქვამს იმ ვითარებას, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ოპოზიცია მზად არის, პრეზიდენტთან დიალოგი იმაზე გააგრძელოს, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, თუმცა არ არის მზად იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ გახდეს ახალი თარგამაძე`, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
-----------------
დღის სიახლე | ნანახია: 1058 | დაამატა: admin | თარიღი: 13/05/2009 | კომენტარი (4)

enlarge photo


  

პოლიციამ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

07.05.09 14:54

ფალიაშვილის 80-ში კვირჭიშვილების ოჯახზე მომხდარი თავდასხმა გახსნილია, დაკავებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი ირაკლი დოკვაძე.

თავდასხმის შედეგად დაზარალებული ცოლ-ქმარი ამ დროისათვის კვლავ საავადმყოფოში რჩება. გოჩა კვირჭიშვილს პირველ საავადმყოფოში, ელზა გულიაშვილს კი რესპუბლიკურ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობენ. გულიაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სტაბილურია საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული გიორგი კვირჭიშვილის მდგომარეობა. იგი ამ დროისათვის კვლავ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ადრე ნასამართლევი ირაკლი დოკვაძე ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით გამოუშვეს. იგი სასჯელს 1998 წელს ხილიანის ქუჩაზე ჯაბა იოსელიანზე განხორციელებული ტერაქტში მონაწილეობისათვის იხდიდა. ტერაქტის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაღუპა.
                                       ----------------                                დააკლიკე Live

დღის სიახლე | ნანახია: 1652 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (12)

enlarge photo


 

სამი დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

07.05.09 10:11

საქართველოს პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე, ჟურნალისტ ნიკოლოზ ავალიანის ცემის გამო ბრალდებულებს - მელორ ვაჩნაძეს, გიორგი ონიანსა და რევაზ რევაზიშვილს შეეცვალათ აღმკვეთი ღონისძიება და გათავისუფლდნენ. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ პროკურატურის ვებგვერდზე განთავსდა.

სამი ახალგაზრდა 5 მაისს დააკავეს. ისინი  ჟურნალისტის ცემის ფაქტზე  მიეცნენ პასუხისგებაში. გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ მათი გათავისუფლება მოითხოვა. დაძაბულობა ამ მოთხოვნის წამოჭრას მოჰყვა, რის შემდეგაც პატრიარქმა ხელისუფლებას ვითარების განსამუხტად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

გათავისუფლების შემდეგ ახალგაზრდებმა დაკავების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. მათი განცხადებით, ისინი პოლიციის განყოფილებებში ცალ-ცალკე შეიყვანეს და სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტების თქმით, მათი დაკითხვბა ძალის გამოყენებით მიმდინარეობდა.

                                                  ------------                                  დააკლიკე Live
     

სრულად ნახვა

დღის სიახლე | ნანახია: 1010 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (1)


შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
07.05.09 12:03

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო  განცხადებას ავრცელებს.

`გუშინ, საღამოს 19:30, ჯოხებით შეიარაღებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დიდი ჯგუფი მივიდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსთან და დაარღვია ღობესთან არსებული პერიმეტრი. პოლიცია მაქსიმალურად იკავებდა თავს, სანამ მომიტინგეები მათ მიუახლოვდებოდნენ და სცდიდნენ შეეღწიათ მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე ( აგრეთვე პერიმეტრში განთავსებულ წინასწარი დაკავების ცენტრის ტერიტორიაზე). პოლიციის მთავარი სამმართველოსა და წინასწარი დაკავების ცენტრის დაცვისას სხეულის დაზიანება მიიღო ექვსმა პოლიციელმა, 22 -მა საპროტესტო აქციის მონაწილემ და საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტმა. პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ინციდენტამდე პარლამენტის წინ შეგროვდნენ, წაქეზებულნი იქნენ პოლიციის სამმართველოზე თავდასასხმელად ოპოზიციის ლიდერის გია გაჩეჩილაძის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ ამ აქციის მიზანი ოპოზიციის სამი აქტივისტის განთავისუფლება იყო, რომლებიც 5 მაისს დაკავებულნი იქნენ ჟურნალისტის ფიზიკური ანგარიშსწორების სამართალდარღვევის ფაქტზე. გაგაჩეჩილაძე გაუძღვა პროტესტის მონაწილეებს, გადაძვრა პოლიციის სამმართველოს ღობეზე და შეიჭრა პერიმეტრზე.` 
                                                    ---------------                                  დააკლიკე Live
დღის სიახლე | ნანახია: 953 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (0)




  

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

06.05.09 21:21

არეულობაა თბილისის პოლიციის სამმართველოსთან. დაპირისპირება საპროტეტსო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სამმართველოს ეზოში შესვლა სცადეს. პოლიციის ეზოს ღობეზე გია გაჩეჩილაძე გადავიდა. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

აქციის მონაწილეები თბილისის პოლიციასთან იმ დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით შეირიბნენ, რომლებიც `საზოგადოებრივი მაუწყებლის` ჟურნალისტ ნიკა ავალიანს დაესხნენ გუშინ თავს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.

                                                        ----------                      დააკლიკე Live

სრულად ნახვა
დღის სიახლე | ნანახია: 961 | დაამატა: admin | თარიღი: 07/05/2009 | კომენტარი (7)

enlarge photo


 

საზოგადოების წარმომადგენლები შუამავლის როლს იკისრებენ

06.05.09 19:02

საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს ნდობის ჯგუფი უნდა აირჩიონ. `თბილისი მარიოტში` ის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები არიან შეკრებილნი, რომლებმაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა იკისრონ.

ეგრეთ წოდებული ნდობის ჯგუფი 15 კაცით დაკომპლექტდება. ჯგუფმა ის რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს, რომლებსაც დაპირისპირებულ მხარეებს გაცნობენ. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ მათი ჩარევით ქვეყანში სიტუაცია განიმუხტება და სწორედ მათ მიერ შეთავაზებულ საკითხებზე გაიმართება პირველი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

სრულად ნახვა

დღის სიახლე | ნანახია: 933 | დაამატა: admin | თარიღი: 06/05/2009 | კომენტარი (0)

enlarge photo


 

პოლიცია მაისაიას ჩვენებას ავრცელებს

06.05.09 18:05

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვახტანგ მაისასიას ჩვენება გაავრცელა. სამხედრო ექსპერტი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. აღიარებით ჩვენებაში მიასაია ყვება, როგორ დაუკავშირდა ის ევროპის ერთ-ერთ ქალაქში რუსულ სპეცსამსახურებს და როგორ გადასცემდა დაშიფრულ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღესვე მაისაიას სატელეფონო სუბრებიც გამოაქვეყნა.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამხედრო ექსპერტი და მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია გუშინ დააკავეს. მოგვიანებით მისი სახლიც გაჩხრიკეს. ვახტანგ მაისაიას მეუღლის ელენე მაღრაძის თქმით, სახლიდან მისი პირადი კომპიუტერი და დისკები წაიღეს. ვახტანგ მაისაია გვიანობამდე იკითხებოდა მოდულის შენობაში. ამ პროცესს ვახტანგ მაისაიას ორი ადვოკატი ესწრებოდა. მათ მოდულის შენობა გამთენიისას უკომენტაროდ დატოვეს.

ვახტანგ მაისაიას კოლეგების უმეტესობა მისი დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ მას საიდუმლო მასალებზე ხელი არ მიუწვდებოდა და შესაბამისად, უცხოეთის სპეცსამსახურებს ღირებულ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა.

ვახატნგ მაისაიას დაკავების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დიპლომატი, რომელიც ნატოში საქართველოს მისიაში მუშაობდა, რუსულ მხარეს ინფორმაციას აგვისტოს ომის შესახებ აწვდიდა. მისი თქმით, მაისაიამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს უსაფრთხოებას.

სრულად ნახვა

დღის სიახლე | ნანახია: 1006 | დაამატა: admin | თარიღი: 06/05/2009 | კომენტარი (4)

ვაზიანში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ნატოს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის ვაზიანის ბაზაზე ალიანსის წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პროგრამით პარტნიორობა მშვიდობისათვის დაგეგმილი წვრთნის ოფიციალურად დასახელებულ მონაწილეთაგან საქართველოში სამხედროთა გამოგზავნაზე უარი თქვეს ყაზახეთმა, მოლდავეთმა, სერბეთმა და სომხეთმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 8 ოფიცერი, რომლებიც საშტაბო წვრთნას დაესწრებიან. საშტაბო სწავლება 19 მაისამდე გასტანს, 21 მაისიდან კი - მეორე ეტაპი, საველე წვრთნა დაიწყება. ნატოს სწავლება, რომელიც მიზნად სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადებას ისახავს, ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და მასში მძიმე საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობას არ მიიღებს.

სომხეთმა საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებებში მონაწილეობაზე გუშინ უარი განაცხადა. სომხეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიერ ინსპირირებული სამხედრო ამბოხის ჩახშობის შესახებ ცნობის გავრცელებას მოყვა. რუსული გაზეთის - ”ვედომოსტის” ცნობით, საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებებში მონაწილეობა გადაიფიქრეს აგრეთვე - ესტონეთმა, ლატვიამ, ყაზახეთმა, მოლდავეთმა და სერბეთმა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო ამბოხის უპირველესი მიზანი ნატოს სწავლებების ჩაშლა იყო. რუსეთის ელჩი ნატოში დმიტრი როგოზინი ამ განცხადებას ”სიგიჟედ” აფასებს.

სრულად ნახვა

დღის სიახლე | ნანახია: 1007 | დაამატა: admin | თარიღი: 06/05/2009 | კომენტარი (0)

1-10 11-20 21-21
Designed © 2024 by Naglia
VIP რეკლამა
შესვლის ფორმა
საჭირო პროგრამები


ამინდი
სარეკლამო ადგილი










Mp3 SearCh


გადაწერეyouTubeდან
სიახლეები
სარეკლამო ადგილი
დავეხმაროთ საიტს
დავეხმაროთ საიტს განვითარებაში
We accept eMoney
ჩვენი ანგარიშის ნომერი
360198221
ჩვენი ბანერი




site friends






განათავსე ლინკი

რადიოს მოსასმენად გამოიყენეთ Opera

GelaNYradio

Designed and Programmed by Naglia